03 მაისი 2024,   01:21
ვრცლად
ინციდენტი ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში - მსჯავრდებულს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული

ინციდენტი ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში - მსჯავრდებულს ჩხუბის შედეგად, მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია. ის უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა. ყბის მოტეხილობის გამო, ამ ეტაპზე ექიმები ქირურგიულ ოპერაციას გეგმავენ. ​

მომხდარზე გამოძიება გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორიც.

 

დღის ამბები