24 დეკემბერი 2024,   07:31
ვრცლად
"ჟირინოვსკისთან იყავი ჩასული, რაზე ლაპარაკობ"... „ბოკერიას ბიოგრაფიაც მოიკითხე" - კამათი კანდელაკსა და კუკავას შორის

კამათი კახა კუკავასა და გიორგი კანდელაკს შორის - ხმაური „არჩევანის“ სტუდიაში „თავისუფალი სქართველოს“ ლიდერის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ნუ მიაკრავენ იარლიყებს კონკრეტულ პირებს და ნუ ისაუბრებენ ვინმეს პროპუტინობაზე. გიორგი კანდელაკმა კუკავას ის პერიოდი შეახსენა, როდესაც ის ჟირინოვსკისთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.

„ვინც დადიოდა მოსკოვში ის ჩემთვის პრობლემურია... ჟირინოვსკისთან იყავი ჩასული, რაზე ლაპარაკობ,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

კახა კუკავამ კი საპასუხოდ კანდელაკს სთხოვა, გიგა ბოკერიას წარსულით დაინტერესდეს.

„ბოკერიას ბიოგრაფიაც მოიკითხე, ერთი სად იყო რუსეთის ჯარი რომ შემოიჭრა რუსთაველის გამზირზე,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

ურთიერთბრალდებები კი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე მისული პოლიტიკოსების შესახებ დაწყებულ საუბარს მოჰყვა. კახა კუკავას განცხადებით, ირაკლი კობახიძე „დეგენერატია“, თუმცა მხოლოდ მის გამო ის ვერ იტყოდა უარს ისეთ მნიშვნელოვან საკითხის განხილვაში ჩართულობაზე, როგორიც  პროპორციული სისტემაა.   

კახა კუკავამ ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისი მოწინააღმდეგე პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის დავით ბერძენიშვილი რუსეთის ჯაშუშებად გამოაცხადა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები