06 მაისი 2024,   03:40
ვრცლად
გურამიშვილის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიასაც განიხილავენ

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცავები მკვლელობის გარდა, კიდევ ერთ ვერისას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც სახლში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს იარაღი გაუვარდა, რასაც მისი მეგობრის სიცოცხლე შეეწირა. ამის შემდეგ კი მან თავი მოიკლა.

„ერთს გაუვარდაო და მეორემ თავი მოიკლაო. მე რომ ჩამოვედი საღამოს ლიფტში იყო სისხლი,“-აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველებს მკვლელობის იარაღი დახვდათ. ცნობილი ხდება, რომ სავარაუდოდ, მაშინ, როდესაც მკვლელობა მოხდა, კორპუსის მცხოვრებლების უმეტესობა ეზოში იყო. კორპუსი ახლადაშენებულია და შესახლება ბოლომდე დასრულებული არ არის.

მეზობლებმა დეტალების შესახებ არაფერი იციან. მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზა ტყვიის ტრაექტორიის დასადგენად. შეგახსენებთ, რომ ახალაშენებულ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში ორი ახალგაზრდა გუშინ გარდაცვლილი ნახეს, ორივეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. 

დღის ამბები