06 მაისი 2024,   04:59
ვრცლად
დუბაის ემირის ცოლი, რომელიც მეუღლეს გაექცა, ლონდონის სასამართლოში ჩივის

დუბაის ემირის ცოლი, რომელიც მეუღლეს გაექცა, ლონდონის სასამართლოში ჩივის. პრინცესა ჰაია იძულებითი ქორწინებისგან დაცვას და შვილებზე მეურვეობას ითხოვს. ბოლო რამდენიმე კვირაა, მედია შეიხ მუჰამედ ალ მაკტუმის ოჯახურ სკანდალზე წერს.

პრინცესა ჰაიამ, რომელიც იორდანიის მეფის ნახევარდაა, მეუღლეს შვილებთან ერთად გაექცა და თან 40 მილიონი დოლარი წაიღო. მედია წერს, რომ სავარაუდო მიზეზი თავისუფლების შეზღუდვა და შიში იყო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრინცესას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა შეიხის პირად მცველთან. ამჟამად პრინცესა ჰაია ლონდონში იმყოფება. ის დუბაის ემირის მეექვსე ცოლია.

დღის ამბები