19 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
11 წელი აგვისტოს ომიდან - "ოცნება" პუტინზე საუბარს გაურბის და მომხდარში სააკაშვილს ადანაშაულებს

11 წელი ომიდან -  7 აგვისტო, დღე როდესაც რუსულმა არმიამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და ჯარი შემოიყვანა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პოლიტიკური ბრალდებებისთვის გამოიყენა. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღის მეთერთმეტე წლისთავი ქვეყანაში გიორგი ვოლსკის მძიმე განცხადებით დაიწყო.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სოციალურ ქსელში 9-პუნქტიანი საბრალდებო დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ომის დაწყებაშიც და მის შედეგებშიც წინა ხელისუფლება და მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. გიორგი ვოლსკი არ მორიდებია, გაემეორებინა ის გზავნილები, რომელიც აგვისტოს ომზე ოფიციალურ მოსკოვს აქვს.

ომი რომ რუსეთმა დაიწყო, ამ მთავარ პოლიტიკურ გზავნილზე ტრაგიკული მოვლენებიდან მეთერთმეტე წლისთავზეც "ქართული ოცნება" ვერ თანხმდება. ივანიშვილის პარტიამ ომზე სასაუბროდ ეპისტოლარული ჟანრი აირჩია. პოლიტიკური ბრალდებები გიორგი ვოლსკის განცხადებით დაიწყო, ირაკლი ღარიბაშვილის წერილით გაგრძელდა და მამუკა მდინარაძის Facebook პოსტით დასრულდა. ოკუპანტ ქვეყანაზე, ვლადიმერ პუტინსა და კრემლის რეპრესიებზე მეტად მათ პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრეს. ვლადიმერ პუტინის ხსენება "ოცნების" ვერც ერთმა ლიდერმა წერილებში ვერ გაბედა. 

ხელისუფლების პოლიტიკურ ბრალდებებს მიჩვეული ოპოზიცია აგვისტოს ომიდან მეთერთმეტე წლისთავზე "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა ბრალდებებმა მაინც გააოგნა. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ უჭირს სიტყვების მოძებნა, შეაფასოს განცხადებები, რომელიც წაიკითხა და მოუსმინა. ოპოზიცია ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მმართველი გუნდის სახით დღეს ყველაზე ერთგული მოკავშირე ჰყავს, რომელიც პირდაპირ კრემლის ინტერესებს ატარებს.

 

ავტორი: მარიამ ქაშაკაშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები