19 აპრილი 2024,   21:06
ვრცლად
ეს ხელისუფლება ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ მათთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის - ოპოზიციის პასუხი "ოცნებას"

ხელისუფლება 11- წლის შემდეგაც ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივს, რომ ომი საქართველოს წინა მთავრობამ დაიწყო - ასე პასუხობს ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გახმოვანებულ კრემლის პროპაგანდის გზავნილებს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების ლიდერების განცხადებით, მთავრობისთვის ოკუპაცია ჩვეულებრივი მოვლენაა, ახლა კი ცდილობენ, ამას საქართველოს მოსახლეობაც შეაგუონ.

„ეს ხელისუფლება ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ მათთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის. ომი საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო რუსეთმა და წერტილი. ამ წინადადების შემდეგ ნებისმიერი კითხვის ნიშნის, მძიმის, ორწერტილის დასმა არის სამშობლოს ღალატი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები თავიანთი განცხადებებით გამიზნულად პუტინის წისქვილზე ასხამენ წყალს.

„კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ივანიშვილის ბიოგრაფიაში, რომელიც თვითონ ჩაწერეს, ეს დღე გამოიყენეს ქვეყნის საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ ტალხის სროლისთვის, უბინძურესი სიცრუით სავსე ბრალდებებისთვის, ერთი ერთში გამეორებით ჩვენი საერთო მტრის გზავნილის. დარჩა ორი მთავრობა მსოფლიოში, რომელიც აგრძელებს ძველ ხაზს, ეს არის პუტინის მთავრობა და ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენივე მთავრობა,’ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, თამარ კორძაია ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ ახერხებს, რომ ოკუპაციას დაარქვას საკუთარი სახელი.

„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ქვეყნის გაერთიანებაზე, მოქალაქეების გაერთიანებაზე, ის 2008 წლის ომთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით ებრძვის მტერს. ამაზე მეტი უგუნურება შეიძლება, არ არსებობდეს,“ - განაცხადა კორძაიამ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები