18 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
იურიდიულმა კომიტეტმა ოპოზიციური პარტიების არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20 კაციანი სიის განხილვას იწყებს. იურიდიულმა კომიტეტმა დღეს სამუშაო  ჯგუფი დააკომპლექტა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ - საპარლამენტო ფრაქციების წევრები, მესამე სექტორი, ადვოკატთა ასოციაციისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფში დამოუკიდებელ დეპუტატებს კი, პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი წარმოადგენს. ასევე, პროცესში ჩართული იქნება კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების" წარმომადგენელიც.

სამუშაო ჯგუფში ვერ მოხვდა სამართალმცოდნე, მინდია უგრეხელიძე. სავარაუდოდ უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს პარტია “ევროპული საქართველო“. რაც შეეხება, “ნაციონალურ მოძრაობას“ მათ ჯერ კომიტეტისთვის კანდიდატურა არ წარუდგენიათ. 

ჯგუფის წევრები 23 სექტემბრიდან, 10 დღის ვადაში მოუსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მსურველ კანდიდატებს. პროცესი საზოგადოებისათვის საჯაროდ წარიმართება.

მოსამართლეთა 20 კაციან სიაში - მთავარი პროკურორი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის საბჭოს მდივანი და მოქმედი მოსამართლეები არიან.

დღის ამბები