18 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება.

საქალაქო სასამართლოში იმყოფება მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც დღევანდელ პროცესზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხება. ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა სასამართლო სხდომის საჯაროობაზე შუამდგომლობას დააყენებს. უფლებადამცველი ბრალდებულის უფლებების დარღვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქმეში კალანდიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

პროცესზე ასევე იმყოფება ბრალდებულის ძმა, რომელიც კალანდიას დაკავებას პოლიტიზირებულს უწოდებს.

"უბრალოდ მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რა მორალური უფლებით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას. ამ ადამიანთან არ მქონია შეხება და ეს არ მიკითხავს, სიმართლე გითხრათ, სურვილიც არ მაქვს. ფაქტია, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. როცა ადამიანი უდანაშაულოა, როგორ უნდა არსებობდეს მტკიცებულება იმისა, რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა. ფაქტი ის არის, რომ მიხეილი უდანაშაულოა და ყველანაირი ბრალდება, ეს იქნება სარალიძის მხრიდან, თუ პროკურატურის, უსაფუძვლო, უაზრო და სასაცილოა".- აღნიშნა, ლუკა კალანდიამ.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

დღის ამბები