20 ივნისის აქციის დარბევის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 დაკავებულის სასამართლო პროცესი 15:30 საათზეა ჩანიშნული.
სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების მხარდამჭერები აქციას გამართავენ და მათ დაკავებას გააპროტესტებენ.