ინდონეზიაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. იავის ზღვაში ავარიაში მოყოლილი ინდონეზიური სამგზავრო ბორნიდან 107 ადამიანი გადაარჩინეს, ექვსი კი დაიღუპა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ცუდი ამინდის პირობებში ერთ-ერთ სამგზავრო გემთან, რომლის ბორტზე 243 ადამიანი იმყოფებოდა, კავშირი დაიკარგა. დანარჩენი მგზავრების ძებნა გრძელდება.
ხელისუფლებამ დახმარების შესახებ პირველი შეტყობინება დილის 04:10 საათზე გემის ოპერატორი კომპანიისგან მიიღო. სამაშველო ოპერაციისთვის შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სააგენტო, სამხედრო-საზღვაო ძალები, საზღვაო პოლიცია და სხვა უწყებები.
შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია გემები და ვერტმფრენი; სამაშველო ოპერაციაში 280 ადამიანი მონაწილეობს.
წყარო: BBC