იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. მთავარი თემა უზესაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი იქნება. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამოქალაქო სექტორისგან მოსამართლეების კანდიდატების შესახებ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციასაც გაეცნობა.
როგორც ცნობილია, 23 სექტემბრიდან საკანონმდებლო ორგანო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან წარდგენილი 20 მოსამართლეთა კანდიდატის განხილვას იწყებს.