უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში დღეიდან დაიწყება. პირველი ორი კანდიდატი, რომლებსაც იურიდიული კომიტეტი განიხილავს, თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი იქნებიან.
ოპოზიცია მთლიანად ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესები კვლავ ნათლად იკვეთება.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მაინც იმ მოსამართლეებს დაამტკიცებს, ვისზეც ბიძინა ივანიშვილია ჩამოყალიბებული.
განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, ჩინჩალაძე-მურუსიძის ე.წ. კლანის გამოყენებით, სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლს ინარჩუნებს.
უმრავლესობა კი აცხადებს, რომ თითოეული კანდიდატის განხილვა გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება.