თელავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით "კურიერისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი ქალის ნათესავების ინფორმაციით, მკვლელობა ეჭევიანობის ნიადაგზე მოხდა, რადგან ქალი წლების განმავლობაში მეუღლესთან გაცილებული იყო და დუბაიში ცხოვრობდა.
მძიმეა გარდაცვლილი ქალის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მას ჭრილობებები სახის არეში აქვს მიყენებული. მამაკაცმა შემთხვევის დროს თვითდაზიანებებიც მიიყენა.
როგორც "კურიერს" შს სამინისტროდან აცნობეს, საქმე სსკ-ის მე-11 პრიმა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით აღიძრა.
თელავში მკვლელობა ჭონქაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ქმარმა 48 წლის ცოლი მოკლა.