იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მორიგი სხდომის შესახებ მოულოდნელად, შეხვედრამდე 3 საათით ადრე გახდა ცნობილი. საბჭოს არამოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ორგანული კანონის დარღვევა.
იუსტიციის არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ კანონის მიხედვით, საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ ინფორმაცია 7 დღით ადრე უნდა გამოქვეყნდეს. ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ მას, იუსტიციის საბჭოს წევრს, სხდომის გამართვის შესახებ მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე ეცნობა.
იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ამ ფაქტს იუსტიციის საბჭოს მიერ კიდევ ერთ “თავის შერცხვენად“ აფასებს. დოლიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს საკუთარი ზრახვების პარლამენტში მიმდინარე გასაუბრებების პროცესით გადაფარვა სურს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესი დღეს დაიწყო.