18 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
"თქვენ მოიპარეთ ჩემი ოცნებები და ბავშვობა"-16 წლის ეკოაქტივისტის ემოციურ გამოსვლას ტრამპი გამოეხმაურა

თქვენ მოიპარეთ ჩემი ოცნებები და ჩემი ბავშვობა თქვენი ცარიელი სიტყვებით- ასე მიმართა 16 წლის შვედმა აქტივისტმა მსოფლიო ლიდერებს ნიუ-იორკში კლიმატური სამიტის გახსნაზე. ეკოაქტივისტმა გრეტა თანბერგმა უფროსი თაობა უმოქმედობაში დაადანაშაულა და მოუწოდა დედამიწის გადასარჩენად რეალური ნაბიჯები გადადგან.

"ეს ყველაფერი არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო. მე ახლა სკოლაში უნდა ვიყო ოკეანის სულ სხვა მხარეს. როგორ ბედავთ? თქვენ მოიპარეთ ჩემი ოცნებები და ბავშვობა თქვენი არაფრისმთქმელი სიტყვებით. ხალხი იტანჯება. ხალხი კვდება. მთელი ეკოსისტემა იშლება. ჩვენ მასობრივი გადაშენების საწყის ეტაპზე ვართ და თქვენ ერთადერთი რაზე საუბარიც შეგიძლიათ ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?"- განაცხადა გრეტა თანბერგმა

თანბერგის ემოციურ გამოსვლას მხარდაჭერა გამოუცხადა დონალდ ტრამპმა. "როგორც ჩანს, უბედნიერესი ახალგაზრდა გოგოა, რომელიც მოუთმენლად ელის ნათელ და მშვენიერ მომავალს. რა სასიამოვნო სანახავია,"- წერს თეთრი სახლის ლიდერი.

დღის ამბები