26 სექტემბერი 2026,   03:47
ვრცლად
სოფელ კასრისწყალში პარტია "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში პარტია "ქართულმა ოცნებამ", საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას წარუდგინა.

საკრებულოს წევრობისთვის მმართველი პარტიიდან ლევან ითიურიძეა დასახელებული. მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს.

ლევან ითიურიძემ "ქართულ ოცნებას" ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მადლობას მოვახსენებ ქართულ ოცნებას, გამოცხადებული ნდობისთვის. რა თქმა უნდა, ვიცნობ ამ სოფლის პრობლემებს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემი გამოცდილება და ცოდნა მოვახმარო ამ ხალხთან ურთიერთობას და მათი პრობლემების მოგვარებას." - აღნიშნა ლევან ითიურიძემ.  

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა. 

"წარვადგინეთ წევრობის ახალი კანდიდატი, ბატონი ლევან ითიურიძე, რომელსაც კარგად იცნობს ეს სოფელი, თვითონ იცნობს ამ სოფელს, მას თავისი ავტორიტეტი გააჩნია, თავისი წვლილი აქვს სხვადასხვა დროს შეტანილი ამ სოფლის მცხოვრებლებთან დამოკიდებულებაში. ასე რომ, სოფელი ამას, რა თქმა უნდა, საკმაოდ დადებითად შეხვდა." - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

ახმეტის მუნიციპალიტეტში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც საკრებულოს ყოფილი მაჟორიტარი, ადამ მოზაიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

 

დღის ამბები