გიორგი ოთხმეზურმა საგამოძიებო უწყება, რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ოთხმეზურის განცხადებით პროკურატურას აინტერესებდა, გამოძიების გაგრძელების შემთხვევაში, მივიდოდა თუ არა იგი სასამართლო პროცესზე და მისცემდა თუ არა ჩვენებას, რაზეც ოთხმეზურმა მთავარ საგამოძიებო უწყებას თანხმობა განუცხადა.
"დიმიტრი გაბუნიაზე და სალომე ზურაბიშვილზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა,მკითხეს თუ რა ვიცოდი ამ საქმის შესახებ და თუ საჭიროება იქნებოდა მივიდოდი თუ არა სასამართლოზე ჩვენების მისაცემად, რაზეც მე ვუთხარი თანხმობა," - განაცხადა, გიორგი ოთხმეზურმა.