ტყიბულში მეშახტეების აქციას ჭითურელი მაღაროელებიც შეურთდნენ. მათი თქმით, მეშახტეების მოთხოვნა სამართლიანია, რის გამოც სოლიდარობას უცხადებენ.
"ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან მეშახტეები, ჩვენ თითქმის ერთნაირი მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ ყველას ერთი გასაჭირი გვაქვს. ამიტომ ვუცხადებთ სოლიდარობას. კარგად გახსოვთ ჩვენი გამოსვლები, როგორ დაგვიდგნენ გვერდით, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას ერთიანობისკენ,"- განაცხადა პაატა მახარაძემ, რომელიც ჭიათურის მაღაროს თანამშრომელია.
მისი თქმით, ტყიბულში საპროტესტო აქციას სოლიდარობის ნიშნად ზესტაფონის "ფეროს" თანამშრომლებიც შეუერთდებიან. საპროტესტო აქცია მერიის წინ ამ დრომდე გრძელდება.