წყალტუბოში გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა თურქეთში, ხოლო მამა ყაზახეთში ცხოვრობდა.
სკოლის დირექტორის თქმით, გარდაცვლილი ბოლო პერიოდში სკოლაში იშვიათად დადიოდა და გულჩათხრობილი იყო. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდის სახლში იპოვეს ფურცელი, სადაც გარდაცვალების დრო და ადგილი ეწერა.
ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი კომპიუტერული თამაში გამხდარიყო.
შეგახსენებთ, შვილის გარდაცვალების შემდეგ დედამაც თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.