18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
გუგუტიანთკარიდან დევნილმა ოჯახმა მოძრაობა "ლელოს" საჩუქარი არ მიიღო

გუგუტიანთკარიდან დევნილმა ოჯახმა მოძრაობა "ლელოს" საჩუქარი - საცხოვრებელი კოტეჯი არ მიიღო. როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, მცოცავი ოკუპაციის გამო გუგუტიანთკარიდან დევნილი ოჯახი და მოძრაობა "ლელო" საცხოვრებელი სახლის განსათავსებელ ტერიტორიაზე ვერ შეთანხმდნენ. საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" სურვილი იყო, რომ კოტეჯი გუგუტიანთკარის ტერიტორიაზე განთავსებულიყო, თუმცა,  რაზმაძეების ოჯახის განცხადებით, მათ მფლობელობაში არ არის კონკრეტული, თავისუფალი ტერიტორია, სადაც ხაზარაძის მიერ ნაჩუქარ კოტეჯს განათავსებენ. შედეგად, რა ბედი ეწევა კოტეჯს, რომელიც მამუკა ხაზარაძემ რუსული ოკუპაციის შედეგად დევნილ ოჯახს აჩუქა, ამ ეტაპზე გაურკვეველია. 

მოძრაობა "ლელოს" წარმომადგენლებმა გივი რაზმაძისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კოტეჯი სპეციალურად მისი ოჯახისათვის დაამზადეს. მას შემდეგ კი, რაც ბენეფიციარმა მასზე უარი განაცხადა, გუგუტიანთკარში დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მცოცავი ოკუპაციის გამო გუგუტიანთკარში ადგილობრივმა მოსახლემ გივი რაზმაძემ საცხოვრებელი სახლი თავისი ხელით დაშალა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ რაზმაძეების დევნილი ოჯახისთვის სახლს შეიძენდა.

დღის ამბები