25 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
გორის მუნიციპალიტეტში სკოლა გაქურდეს

გორის რაიონში​ სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლა გაქურდეს. ქურდობის შესახებ სკოლის პედაგოგებმა შედარებით მოგვიანებით, მას შემდეგ გაიგეს, რაც კომპიუტერული ლაბორატორია დასჭირდათ.

"კურიერის" ინფორმაციით, ქურდობა სოფელ ფხვენისის სკოლაში გასულ ღამეს მოხდა. წაღებულია 6 კომპიუტერი და 1 ბუკი, ხოლო 2 პროექტორი გამზადებული იყო წასაღებად.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

დღის ამბები