30 დეკემბერი 2024,   20:24
ვრცლად
გია ყანჩელის მელოდიები ჰააგის მთავარ სამრეკლოში შესრულდა

ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის მელოდიები შესრულდა.

ქართველი კომპოზიტორის პატივსაცემად წმინდა იაკობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან აჟღერდა ყანჩელის ნაწარმოები "ყვითელი ფოთლები" და მელოდია ფილმიდან "შერეკილები“.

ქართული მელოდიები სამრეკლოს მთავარმა მუსიკოსმა ხაისბერტ კოკმა შეასრულა. მუსიკის ცოცხლად შესრულების იდეა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩს ერეკლე კოპლატაძეს ეკუთვნის.

დღის ამბები