რეორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრის პირველმა მოადგილემ დაადასტურა, რომ სამინისტროდან 51 ადამიანი გაათავისუფლეს. მიზეზად კი ე.წ. მცირე მთავრობის პრინციპი მოიყვანეს.
ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ის ხალხია, რომელზედაც სამინისტრო წლების განმავლობაში მყარად იდგა.
ოპოზიცია ჯანდაცვის ხელმძღვანელობისგან აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტებას ითხოვს. მათი მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო სტრუქტურებში გადაჯგუფების ახალი ტალღა დაიწყო.
"მინისტრმა და ზოგადად მთავრობამ უნდა დაასაბუთოს რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და ამავდროულად უნდა გვითხრან, რომ ამის გამო არ შეიქმნება უამრავი პრობლემა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი,დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
"სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია ბოლო ფაზაა ოლიგარქისთვის და ამ ბოლო ფაზით ცალკეული ჩინოვნიკები გარკვეული ინტერესების გადაჯგუფებას ლამობენ,"- ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.