18 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
სერგო რატიანი 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების სანახავად გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი სერგო რატიანი გლდანის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა. რატიანი 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული 11 პირის მოინახულებას გეგმავს.

როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე დეპუტატმა "კურიერთან" განაცხადა, ის დაკვებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პატიმრები "ქართული ოცნების" მძევლები არიან და მნიშვნელოვანია, მათი პრობლემების გაცნობა ადგილზე მოხდეს.

სასამართლო დარბაზიდან გუშინ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთი ადამიანი გაათავისუფლეს, რომელსაც 50 დღის განმავლობაში შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი დაკავებული, რომელიც შიმშილობას განაგრძობს კლავ საპატიმროში რჩება. ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის ღამეს დაკავებული სულ 16 პირი იმყოფება. მათ შორის სამართალდამცველები აღარ არიან.

დღის ამბები