15 სექტემბერი 2026,   19:10
ვრცლად
"შეკვეთილი პროვოკაცია" - "კიევში " ქართული ლეგიონის" წევრები დააკავესეს 

კიევში "ქართული ლეგიონის" წევრები დააკავეს. "ქართული ლეგიონის" მეთაურის თქმით, სამართალდამცავებმა ლეგიონის წევრები, გაურკვეველი მიზეზით, ქალაქის ცენტრში გააჩერეს და ხელბორკილები დაადეს.

უკრაინაში "ქართული ლეგიონის" მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, მსგავსი ფაქტები ხშირია და ის ამ დაკავებას შეკვეთილ პროვოკაციად მიიჩნევს. დაკავების ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"დრო და დრო ტარდება ასეთი ოპერაციები, სადაც აბსოლუტურად ყველა ქართველს კიდებენ ხელს. მე უკვე ქსენოფობია დავარქვი ამას იმიტომ, რომ უსაფუძვლოდ გააჩერეს მანქანა ჩვენი ბიჭების, პირდაპირ ქუჩაში, ცენტრში ხდება ეს. კი არ გააჩერეს, ჩაუმტვრიეს პირდაპირ შუშები, ხელბორკილები დაადეს, დააწვინეს მიწაზე და ასე იყვნენ რამდენიმე საათი. მე მივედი ადგილზე, ვიკითხე რა ხდება, ვერ გამცა ვერცერთმა სამართალდამცავმა პასუხი. ყოველგვარი პროცესუალური დარღვევებით კეთდება. რა არის იცით, აქ რუსი ოლიგარქები ძალიან კარგად გრძნობენ თავს. ეს არის სავარაუდოდ შეკვეთილი პროვოკაცია ჩვენს წინააღმდეგ," - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

დღის ამბები