ტაიფუნის შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი 37-მდე გაიზარდა. დაშავებულია 166-ი და დაკარგულია 20 მოქალაქე.
მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლებამ შვიდ მილიონზე მეტ მოქალაქეს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ტაიფუნი "ჰაგი-ბისი" იაპონიაში ბოლო 60-ი წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველ სტიქიად აღიარეს. სინოპტიკოსები მდინარეების წყლის დონის კიდევ უფრო აწევას ვარაუდობენ, რაც სტიქიისგან მიყენებული ზარალის რაოდენობას გაზრდის.