26 დეკემბერი 2024,   19:51
ვრცლად
"სვეტიცხოველი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა" - სადღესასწაულო წირვას მცხეთაში პოლიტიკოსებიც ესწრებიან

მცხეთაში, სადაც სადღესასწაულო წირვა აღევლინება პოლიტიკოსებიც დაესწრნენ.

სვეტიცხოვლის ტაძარში იმყოფებოდნენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციური პარტიის წევრები.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორიბის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, სვეტიცხოველი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა.

"სვეტიცხოველი სიმბოლო არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის. მინდა ყველას ისეთ საქართველოში ცხოვრება ვუსურვო, როგორსაც დღეს ვაშენებთ. მშვიდობიან, გაერთიანებულ საქართველოში და მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს მავთულხლართების, მიმდინარე ოკუპაციისა და ჰუმანიტარული პრობლემების სახით იქნას დაძლეული," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, სვეტიცხოვლობის დღესასწაული განსაკუთრებით გამორჩეულია ქვეყნისთვის.

"დღეს არის დღესასწაული, რომელიც არის სიმბოლო, თუ როგორი ერთიანია ჩვენი ქართული ეროვნული იდენტობა, ქრისტიანული სიწმინდეები და იდენტობა, ამიტომ განსაკუთრებით და გამორჩეულად მინდა მივულოცო მთელ საქართველოს დღევანდელი დღესასწაული და მინდა თითოეულ ოჯახს ვუსურვო სიკეთე, მშვიდობა და წარმატებები," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები