13 სექტემბერი 2026,   11:08
ვრცლად
თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი გვიან ღამით წარუდგინეს

თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულს ბრალი გუშინ გვიან ღამით წარუდგინეს. მას გამოძიება ორი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

შემთხვევა თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, მეგობრებს შორის სუფრაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მასპინძელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა. დაზარალებულებს ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ისინი თელავის რაიონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

დღის ამბები