13 სექტემბერი 2026,   16:04
ვრცლად
ბორჯომში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ბორჯომში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა.

პორტალი დევნილ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთიან ციფრულ სივრცეში, მიიღონ წვდომა აფხაზეთის მთავრობის, მისი უწყებების პროგრამებსა და სერვისებზე.

"განვიხილეთ ყველა გამოწვევა, საჭიროება, რაზეც სამომავლოდ, აფხაზეთის მთავრობა, რა თქმა უნდა, მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს განახორციელებს და ასევე წარვადგინეთ საინფორმაციო პორტალი, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ დევნილმა მოსახლეობამ მარტივად შეძლოს იმ პროგრამებით სარგებლობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ.

პირადად მე აღფრთოვანებული ვარ პორტალის სიღრმეებით. ეს არის დევნილი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობა აბსოლუტურად ყველა ინფორმაციაზე და შესაძლებლობა, რომ თავიანთი სიტყვა, თავიანთი წინადადება მიაწოდონ აფხაზეთის მთავრობას და უკუკავშირი მიიღონ მისგან,"- აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.

დღის ამბები