13 სექტემბერი 2026,   17:29
ვრცლად
შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" ორივე უწყებებში დაუდასტურეს.

როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ახალი ხელმძღვანელის წარდგენა ორივე თანამდებობაზე მიმდინარე წლის 14 სექტემბერს მოხდება.

დღის ამბები