13 სექტემბერი 2026,   11:08
ვრცლად
"შეიზღუდა ჩემი უფლებები და აუცილებლად ვიბრძოლებ" - ბესო შენგელია მისი დაკავების ბრძანების გამცემი პირების დასჯას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია, პროკურატურას მიმართავს. შენგელია უწყებისგან იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც მისი დაკავების ბრძანება გასცა.

ბესო შენგელიას მტკიცებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მისი დაკავება უსამართლო იყო და დაირღვა მისი მოქალაქეობრივი უფლებები.

"მივმართავ პროკურატურას და სხვადასხვა უწყებებს, რომ ჩემი 5 საათიანი დაკავება იქნას გამოძიებული. ვინც გასცა ბრძანება, რომ მე უნდა დავეკავებინე, ის ადამიანი აუცილებლად უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ როგორც ამიხსნა საპატრულო პოლიციამ 5 საათის შემდეგ, ეს იყო განრიდება, 5 საათით ადამიანს არ არიდებენ პროცესებისაგან. 5 საათით არის თავისუფლების აღკვეთა უკვე, შეიზღუდა ჩემი უფლებები და ჩემი უფლებებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებ," - აცხადებს ბესო შენგელია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია, რომელიც დევნილების აქციაში პროტესტის დაწყების დღიდან აქტიურად არის ჩართული, რამდენიმე დღის წინ დააკავეს, როდესაც ის სამინისტროში შესვლას ცდილობდა.

დღის ამბები