03 მაისი 2024,   02:42
ვრცლად
პერუში სახურავის ჩამონგრევას 6 ადამიანი ემსხვერპლა

პერუში სახურავის ჩამონგრევას 6 ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივები რელიგიურ ფესტივალს აღნიშნავდნენ.

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ შენობის სახურავი მთლიანად ჩამოშალა. დაშავდა 40-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის დროს შენობაში ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.

დღის ამბები