შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 32 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.