06 ოქტომბერი 2024,   08:14
ვრცლად
25 წლის ქალი ქმარმა ქამრით გაგუდა - ბოლნისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის შესახებ "კურიერისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. "კურიერის" ინფორმაციით 25 წლის ქალი მეუღლემ ქამრით გაგუდა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა. გარდაცვლილს რუსთავის პროზექტურაში უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ის ბაქოშია გადასვენებული.

რა ვითარებაში, ან სად მოხდა მკვლელობა, ან რა გახდა მომხდარის მიზეზი არ იციან გარდაცვლილის ნათესავებმა, მათი თქმით, ცოლ-ქმარი ბაქოში ცხოვრობდა, ამჟამად კი ისინი საქართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ.

"არაფერი შეგვიმჩნევია, მათ კამათი არ ჰქონდათ, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდათ, პოლიცია გვეუბნება, რომ ქალი ქამრითაა გაგუდული. ისინი აქ ხშირად ჩამოდიოდნენ, შოკირებული ვართ,"- ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მოხდა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები