გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობა" მათი თანაგუნდელის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს.
ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა ჯემალ ბაღათრიშვიმა სოფელ ვეჯინის ამბულატორის ექიმი, რომელიც მათი აქტიური მხარდამჭერია, პოლიტიკური შეხედულების გამო გაათავისუფლა.
გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, ელმირა ბეციაშვილზე შეტევის ეს პირველი შემთხვევა არ არის და მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" დატოვება მას არაერთხელ მოსთხოვეს. "ენმ"-ს წევრებმა ბრიფინგზე ბეციაშვილისა და ბაღათრიშვილის საუბრის აუდიო მტკიცებულებაც წარმოადგინეს.
გათავისუფლებული ექიმი პროკურატურაში საჩივრის შეტანას უახლოეს დღეებში გეგმავს.
ბრალდებას ჯემალ ბაღათრიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზი პოლიტიკური შეხედულება არ გამხდარა. მისი თქმით, ექიმს ერთ-ერთმა პაციენტმა უჩივლა და ჯანდაცვის სამინისტრომ სწორედ ამის საფუძველზე გაათავისუფლა.