18 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
"ვკარგავთ ასობით ჰექტრებს და სასაფლაოზე მისასვლელს გზებს, მარტივი კითხვა მაქვს, რა არის თქვენი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია"- ვაშაძე ხელისუფლებას

სოფელ ატოცში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "ახალი საქართველოს" ლიდერი პრემიერ მინისტრს მიმართავს. გიორგი ვაშაძეს აინტერესებს, რა სტრატეგიას უპირისპირებს ხელისუფლება ტერიტორიების დაკარგვას.

ახალი საქართველოს ლიდერი მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ვაშაძის განცხადებით, მაშინ, როცა მოქალაქეებს ასობით ჰექტარი მიწა აქვთ დაკარგული და საკუთარ სახლებში მისვლას ვერ ახერხებენ, ხელისუფლება ქვეყნის მთავარ პრობლემებს შორიდან აკვირდება.

"ვკარგავთ ასობით ჰექტარ ტერიტორიას, ადამიანები კარგავენ სახლებს, სასაფლაოზე მისასვლელს გზებს და სამწუხაროდ თქვენ ამ ყველაფერს შორიდან უყურებთ. მარტივი კითხვა მაქვს, რა არის თქვენი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, ორად ორი კითხვა, რა გააკეთეთ აქამდე რომ არ მომხდარიყო და რას აპირებთ იმისთვის რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს,"- მიმართავს ვაშაძე მთავრობას. 

დღის ამბები