18 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
"9 თავიანი გველეშაპი გავგმირე სანამ აქ მოვიდოდი"- შაქარაშვილი გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე ბესელიამ შეიყვანა

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს, დეპუტატმა ეკა ბესელიამ შეიყვანა. შაქარაშვილს სურს მიქაუტაძეს კითხვა იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაუსვას, რის გამოც მას 2012 წელს ორთვიანი ადმინისტრაციული სასჯელის მოხდა მოუწია.

"9 მთა და 9 ზღვა გადავიარე, 9 თავიანი გველეშაპიც გავგმირე, სანამ აქამდე მოვიდოდი და ჯერ კიდევ ველოდები, რომ მომეცეს შესაძლებლობა შევიდე და მოსამართლეს, ადამიანს, რომელმაც მე 2012 წელს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გამასამართლა და მოგვისაჯა 2 თვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, რამდენიმე კითხვა დავუსვა,"- განაცხადა ვატო შაქარაშვილმა. 

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ფარგლებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მოსმენა მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები