რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი პროკურატურისაგან თეა წულუკიანის მიმართ სისხლის სამართლის დევნას ითხოვს. უფლებადამცველის განცხადებით, საექსტრადიციო პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრის მხრიდან დაუსაბუთებელი და უკანონო იყო.
ადვოკატის თქმით, საქმეში არსებობს წერილი, რომელიც სტრასბურგიდან 15 ოქტომბერს მოიწერეს. წერილში წერია, რომ სტრასბურგის სასამართლო განიხილავს ამ საქმეს და სასამართლოს განრიგის შესაბამისად, საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს. ადვოკატის თქმით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეს წერილი დამალა.
ივანე ნორაკიძე აღნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრი ვალდებული იყო დალოდებოდა სტრასბურგის გადაწყვეტილებას და მხოლოდ პასუხის მერე მოეხდინა სუმბაევის რუსეთში ექსტრადირება.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისმა მოსკოვის მოთხოვნა დააკმაყოფილა და კრემლს რუსეთის საუკეთესო სამეულში შეყვანილი ჰაკერი გადასცა. სუმბაევის ექსტრადაცია გუშინ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოხდა. სუმბაევის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართავასაც გეგმავს.
ავტორი: ნათია გოგიშვილი