12 სექტემბერი 2026,   09:45
ვრცლად
ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ სამსახურში მისვლისა და თანამშრომლებთან კომუნიკაციის უფლება შეუზღუდა - ადვოკატი საგამოძიებო უწყებას მიმართავს

საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ სამსახურში მისვლისა და თანამშრომლებთან კომუნიკაციის უფლება შეუზღუდა. ადვოკატი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფლებამოსილება შეუჩერეს.

მარიამ კუბლაშვილი პროკურატურას შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით მიმართავს. მისი განცხადებით, დაწესებული შეზღუდვებით ირღვევა არა მხოლოდ ილია ჯიშკარიანის, არამედ იმ ადამიანების უფლებებიც, რომლებიც დეპუტატს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ.

"ეს არ არის მხოლოდ ილია ჯიშკარიანის უფლებების დარღვევა, საუბარია მოსახლეობაზე, რომლებიც მიმართავენ მას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით,"- განაცხადა კუბლაშვილმა. მისი თქმით, შესაბამის მიმართვას დაწერენ ილია ჯიშკარიანის თანამშრომლებიც. კუბლაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობა სწორედ ამ უწყებას დაეკისრება.

დეპუტატს ბრალი თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე აქვს წარდგენილი. მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დღის ამბები