18 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
"სამარცხვინო ფაქტი, დარტყმა ისედაც დისკრედიტირებულ სასამართლოზე" - მარგველაშვილი ანა დოლიძის შესაძლო იმპიჩმენტზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შესაძლო იმპიჩმენტს "სამარცხვინო ფაქტი" უწოდა. მარგველაშვილის შეფასებით, ეს ნაბიჯი სასამართლო სისტემას კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს. 

"სამარცხვინო ფაქტი განხორციელდება. ანა დოლიძეს დაცვა კი არ სჭირდება, დაცვა სჭირდება სასამართლო სისტემას. ეს რომ მოხდეს, თვითონ სასამართლო სისტემისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, მთელი ჩვენი ამ გარემოსთვის იქნება ძალიან დიდი დარტყმა, არა ანასთვის, გავახილოთ თვალი და დავინახოთ ეს. ეს იქნება კიდევ ერთი დარტყმა ისედაც ძალიან დისკრედიტირებულ სასამართლო სისტემაზე და იუსტიციის საბჭოზე,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გიორგი მარგველაშვილის რეკომენდაციით მოხვდა.

ანა დოლიძის იმპიჩმენტის საკითხი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დააყენა, ამისთვის მან საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები