18 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
სარჩელი თეა წულუკიანის წინააღმდეგ - რუსი ჰაკერის ადვოკატი იუსტიციის მინისტრს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

დამალა თუ არა თეა წულუკიანმა სტრასბურგიდან რუსი ჰაკერის საქმეზე მიღებული მეორე წერილი. რუსეთში ექსტრადირებული სუმბაევის ადვოკატი ირწმუნება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოში გამოგზავნა მეორე წერილიც, რომლის საფუძველზეც სუმბაევის ექსტრადირება არ უნდა განხორციელებულიყო.

უფლებადამცველი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ საჩივარს ამზადებს. სუმბაევის ადვოკატს აინტერესებს, რას აპირებს იუსტიციის მინისტრი იმ შემთხვევაში თუ სასამართლო საექსტრადიციო პატიმრობის უკანონობას დაადგენს და როგორ აღასრულებს გადაწყვეტილებას.

თეა წულუკიანის განცხადებით, 15 ოქტომბრით დათარიღებული წერილი რუს ჰაკერს არ ეხება. მინისტრის თქმით, თუ არის ერთი ადვოკატი სადღაც, რომელიც თვლის, რომ ეს ყველაფერი არ არის დაკმაყოფილებული, თავად ადვოკატის პრობლემაა და სტრასბურგული პროცედურების სფეროში გაკვეთილებს ვერ ჩაუტარებს. 

რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი პროკურატურისგან თეა წულუკიანის მიმართ სისხლის სამართლის დევნას ითხოვს.

დღის ამბები