18 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"არ ვაპირებთ ხელისუფლების დადგმულ ფარსში მონაწილეობას" - "ლეიბორისტებმა" კაჭრეთში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მიმდინარე შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ლაშა ჩხარტიშვილისთვის განხილული ცვლილებების ნაწილი მიუღებელი აღმოჩნდა. მისი განცხადებით, ხელისუფლება უხეშად ერევა საარჩევნო კლიპების შინაარსში და ოპოზიციას კრიტიკის საშუალებას არ აძლევს.

"ერევიან პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კლიპების შინაარსში და გვიზღუდავენ კრიტიკას ხელისუფლების ან სხვა პარტიების, დედამიწაზე მსგავსი ავტორიტარული ნაბიჯი მე არ მახსენდება არცერთ შემთხვევაში,"-განაცხადა "კურიერთან" ლაშა ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კაჭრეთში ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების გზებზე მსჯელობენ.

დღის ამბები