21 დეკემბერი 2024,   21:13
ვრცლად
"ანაკლიის კონსორციუმის შემადგენლობა მთავრობისთვის არაა კომფორტული, რაც განხორციელებისთვის ძალიან დაბალ ალბათობას ტოვებს" - გიორგი ისაკაძე

საგამომცემლო სახლის Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის გიორგი ისაკაძის შეფასებით, ანაკლიის პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის არსებული  შემადგენლობა საქართველოს მთავრობისთვის არაკომფორტულია, რაც განხორციელებისთვის ძალიან დაბალ ალბათობას ტოვებს:

"ეს იყო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე სულ რაღაც 2,5 წლის წინ და მას შემდეგ რაც წინის წინა სამთავრობო შემადგენლობა შეიცვალა, იცვლება დამოკიდებულება თავად პროექტის მიმართ. კონსორციუმის არსებული შემადგენლობა, მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენლობით დონეზე ის დატოვეს მამუკა ხაზარაძემ და მამუკა ჯაფარიძემ, ის არ არის კომფორტული ამ პროექტის მეორე მნიშვნელოვანი მხარისთვის, ანუ საქართველოს მთავრობისთვის საურთიერთობოდ. ამიტომ ამ ტიპის პოლიტიკური შიგთავსი, პროექტის ამ შემადგენლობით განხორციელებისთვის, ძალიან დაბალ ალბათობას ტოვებს, თუმცა ჯერჯერობით ფატალური ფინიში არ ჩანს," - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

დღის ამბები