21 დეკემბერი 2024,   21:19
ვრცლად
"გახარია, კვირიკაშვილი და გომელაური​ მეჩალიჩებოდნენ პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთ პატრიარქადო" - ბოდბელი ეპისკოპოსის სკანდალური განცხადება

"ციანიდის" საქმის მორიგი სკანდალური ტალღა - ბოდბელი ეპისკოპოსი "ქართული ოცნების" მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს მძიმე ბრალდებას უყენებს. მეუფე იაკობი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრას იხსენებს და ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე პატრიარქ ილია მეორის გადაყენებას და მის ნაცვლად მეუფე შიოს კანდიდატურას სთავაზობდნენ.

ეპისკოპოსის თქმით, შეხვედრას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.

"მეჩალიჩებოდნენ იმაზე,რომ ჩვენო გვინდაო, რომ პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი ბიჭო თქვენ მაგას ვინ გეკითხებათთქო... მაგ სამი კაცისთვის ვიღაცას, რომ არ დაევალებინა... პირდაპირ იმასაც ბრძოლას ვუცხადებ, რა, ვინც ამათ ეგ დაავალა,"- აცხადებს ეპისკოპოსი.

ქორეპისკოპოსმა სკანდალური განცხადებები "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

დღის ამბები