18 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 2002 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონას მამა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქორწინებას აიძულებდა.

არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნითა და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, პოლიციამ მისი მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერები გასცა.

გოგონა ამჟამად  თავშესაფარშია გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები