18 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ელექტრონული ზედამხედველობა ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ მალე დაიწყება

ელექტრონული ზედამხედველობა ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის წარდგენა ხვალ ბიუროს სხდომაზე მოხდება.

პროექტის მიზანია, მსხვერპლის დაცვის მეტად უზრუნველყოფა და გაძლიერება, მეორეს მხრივ კი უფრო მძიმე დანაშაულის პრევენცია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის შემთხვევაში, პოლიციას უფლება ექნება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დააწესოს. 

ელექტრო-სამაჯური, რომელიც ობიექტის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს, უმაგრდება როგორც მოძალადეს ასევე მსხვერპლსაც, რომ ის მაქსიმალურად იყოს დაცული მოძალადის მიახლოებისგან.

​შსს-ში ადასტურებენ, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაზრდილია შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა, თუმცა შემცირებულია შეზღუდვების დარღვევის რაოდენობა.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ელექტრონული სამაჯურების აუცილებლობაზე მუდმივად საუბრობდნენ. მათი თქმით, ეს მოძალადეების გასაკონტროლებლად საუკეთესო საშუალებაა.

დღის ამბები