"ახალმა საქართველომ" ექიმებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ფარგლებში შექმნილი ჯანდაცვის რეფორმა გააცნო.
რეფორმის მთავარი შემადგენელი ნაწილი 40 პროცენტით გაიაფებული წამლებია. გათვალისწინებულია ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრის შექმნაც.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პირველადი ჯანდაცვა ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა გახდე და მაქსიმალური რესურსი პრევენციაზე და ადრეულ დიაგნოსტიკაზე იხარჯებოდეს. მისივე თქმით, ონკოლოგიური დაავადებების ომპლექსური მკურნალობისთვის, იანვრიდან "ონკოლოგიის მართვის ცენტრის" დაფუძნებას გეგმავს.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ჯებაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე აქტუალური პრობლემა მაღალი ხარისხის წამლების შემოტანაა. მისი ინფორმაციით, დაწყებულია მუშაობა რეგულაციებზე, თუ როგორ უნდა შეამცირონ ფასი და გაზარდონ ხარისხი.