03 მაისი 2024,   02:40
ვრცლად
"ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს

"ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს - გამოცემა "ნიუსვიკის" ინფორმაციით, ალ ბაღდადის ადგილს სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი აბდულა ქარდაში დაიკავებს. ქარდაში ბაღდადმა აგვისტოში თავად წარადგინა წინამძღოლად.

"ისლამური სახელმწიფოს" პირველი ტერორისტის ლიკვიდაციას მსოფლიო ლიდერები "ტვიტერზე" გამოეხმაურნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ალ ბაღდადის სიკვდილს ისლამურ სახელმწიფოზე განხორციელებული მნიშვნელოვანი დარტყმა უწოდა.

თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ალ ბაღდადის ლიკვიდაციით, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა არ დასრულებულა.

რუსეთი დაეშის ლიდერის გარდაცვალებას ეჭვქვეშ აყენებს და ამერიკას სარწმუნო ინფორმაციის გადმოცემას სთხოვს.

დღის ამბები