18 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
საპატრიარქოს იურისტი: მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება მეუფე შიოსთან და "ქართულ ოცნებასთან" სურთ

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, მეუფე იაკობს განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მისივე შეფასებით, მეუფის დემონიზება არ უნდა მოხდეს.

გარდა ამისა, საპატრიარქოს იურისტი აცხადებს, რომ გარკვეული ძალები მეუფე იაკობის დაპირისპირებას პატრიარქის მოსაყდრე შიოსთან და "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ცდილობენ.

"მეუფე იაკობს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული, როგორც საქართველოს საპატრიარქოსთვის, ასევე ამ ხელისუფლებისთვის. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მისი დემონიზება და მტრად გამოცხადება არასწორი იქნება. მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ პირებს თუ ძალებს, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან. მეუფე იაკობს განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა  დღევანდელ ხელისუფლებასთან და მისი ეს განცხადება ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო. კანონიკური სამართლის მიხედვით, როგორც წესი, უნდა მოხდეს საპატრიარქოს შიგნით მოკვლევა და შემდგომ შესაბამისმა სტრუქტურებმა იმსჯელონ ამის შესახებ," - აღნიშნა საპატრიარქოს იურისტმა.

დღის ამბები