20 აპრილი 2024,   01:39
ვრცლად
დეკანოზ მამალაძის ადვოკატი თვლის, რომ მეუფე იაკობის განცხადებასა და "ციანიდის საქმეს" შორის კავშირია 

ე.წ. "ციანიდის" საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის შეფასებით, მეუფე იაკობის განცხადებები იმის დასტურია, რომ დეკანოზი მამალაძეც ხელისუფლებისა და სასულიერო პირთა შეთქმულების მსხვერპლია.

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დეკანოზი მამალაძე მხოლოდ პატრიარქის დავალებით მოქმედებდა, რა დროსაც ის განტევების ვაცად გამოიყვანეს. 

"თვითონ ბრძანა, რომ თურმე მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად შეხვედრაზე მიმდინარეობდა განხილვა არათუ პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორების, არამედ ლიკვიდაციისაც კი. კარგი ხნის დაგეგმილი იყო, შემდეგ განტევების ვაცი ნახეს მამა გიორგი იქიდან გამომდინარე, რომ პატრიარქის დავალებით მან ძალიან დიდი დარღვევები აღმოაჩინა საპატრიარქოში, კორუფციული, ძალიან დიდი ამორალური ქმედებებიც და რომლის წარდგენა უნდოდა მას წმინდა სინოდის წინაშე. რასაც უბლოკავდა იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომელიც მე ახლა ვახსენე - ესენია შორენა, იაკობი და გარკვეული საერო პირები,"- განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის მტკიცებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, კაბინეტში პატრიარქ ილია მეორის გადაყენებას და მის ნაცვლად მეუფე შიოს კანდიდატურას განიხილავდნენ. მისი თქმით, შეხვედრას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მეუფე იაკობმა ქორესპიკოპოსის თანამდებობა დატოვა.

დღის ამბები